3 დღიანი ჯგუფური ტური პრაღაში! 9-11 იანვარი

This event has been ended!

3 დღიანი ჯგუფური ტური პრაღაში! 9-11 იანვარი

3-day group tour in Prague! January 9-11

Event by: GTG TOUR

Location: New Town, Prague

Meetups, Talks & discussions

About event

პ რ ა ღ ა - ჩეხეთის დედაქალაქი, ვიწრო მოკირწყლული ქუჩებით,შუა საუკუნეების არქიტექტურით.
წამოგვყევი ქალაქი-მუზეუმის სამ დღიან ტურზე! ^_^

ტურის თარიღი: 9-10-11 იანვარი (3 სრული დღე / 2 ღამე)

სანახავი ობიექტები:
🔰 წმინდა ვიტუსის ტაძარი-გოთიკური არქიტექტურის ნიმუში,აქ ხდებოდა ჩეხეთის მეფეებისთვის გვირგვინის დადგმა, აგრეთვე დიდგვაროვნების დაკრძალვა. ამჟამად მოქმედი ტაძარია.
🔰 "მოცეკვავე სახლი"- უჩვეულო შენობა, რომელიც 1994-1996 წლებში აიგო , რომელიც მოცეკვავე წყვილს გამოხატავს.
🔰 ძველი ქალაქის მოედანი- რომელიც შედარებით ხელუხლებელი დარჩა და შემორჩენილი აქვს ძველი იერსახე, მე-10 საუკუნიდან დღემდე. მოედანი თავისთავად შესანიშნავი ადგილია პრაღის მშვენიერი არქიტექტურის სანახავად.
🔰 ასტრონომიული საათი-პრაღის სიამაყე, მიჩნეულია, როგორც საუკეთესოდ შემონახული შუა საუკუნეების მექანიკური საათი.
🔰 კარლის ხიდი - თავდაპირველად ხიდს პრაღის ხიდი ერქვა, ხოლო 1870 წელს ოფიციალურად გადაერქვა სახელი იმპერატორ კარლ IV-ს საპატივსაცემოდ. ხიდზე ცამეტი სკულპტურაა, ძირითადად რელიგიური ხასიათის.
🔰 პრაღის ციხე- რომელიც უდავოდ არის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა. თვალწარმტაცი ციხე ტრადიციულად ჩეხეთის მმართველების ადგილსამყოფელი იყო და დღეს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა.
🔰 მალა სტრანა-ეს პრაღის ულამაზესი უბანია, შთამბეჭდავი ბაროკოს არქიტექტურით და მშვიდი რიყის ქუჩებით.
🔰 ვაცლავის მოედანი - სუვენირების ბაზრობა და სავაჭრო ცენტრები
🔰 ჯონ ლენონის კედელი - კედელი 1980-იან წლებში პრაღაში, სპონტანურად შეიქმნა. ძველ კედელზე ჯერ ლენონი გამოსახეს, შემდეგ ხალხმა იმავე კედელზე ხატვა დაიწყო, ისინი წერდნენ წერილებსა და სხვადასხვა იგავ-არაკს. ამით ისინი თავისუფლების, სიყვარულისა და მშვიდობის სურვილს გამოხატავდნენ. წლების განმავლობაში კედელი იქცა თავისუფლების სიმბოლოდ
🔰მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბიბლიოთეკა, რომელიც სტრახოვის მონასტერშია განთავსებული და ის ბაროკოს სტილის არქიტექტურის ერთ-ერთ ბრწინვალე ნიმუშს წარმოგვიდგენს. ბიბლიოთეკაში, სადაც სხვადასხვა საუკუნეებში დაწერილი წიგნები ინახება, ასევე ნახავთ უზარმაზარ გლობუსებსა და ქანდაკებებს.
🔰 მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი
🔰 შოკოლადის მუზეუმი
🔰 ადგილობრივი სამზარეულოს და ლუდის დაგემოვნება

გაფრენა ქუთაისიდან, 9 იანვარს, 06:20 საათზე
ჩაფრენა პრაღაში, 07:30 საათზე (ადგილობრივი დროით)

გამოფრენა პრაღიდან 11 იანვარს, 20:20 საათზე.
ჩამოსვლა ქუთაისში 12 იანვრის გამთენიის 02:55 საათზე.

ტურის ღირებულება-1050₾
ღირებულებაში შედის:
ორმხრივი ავიაბილეთები (ქუთაისი- პრაღა - ქუთაისი)
✅10კგ ხელბარგი(ზურგჩანთა!)
✅სასტუმრო პრაღაში
✅საუზმე
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი
✅ქალაქის მოსაკრებელი(City Tax)

ღირებულებაში არ შედის:
❌მუზეუმების მოსაკრებელი
❌აეროპორტიდან ტრანსფერი და ქალაქში გადაადგილება
❌დანარჩენი კვება

❗️გაითვალისწინეთ, რომ ტური არის სანახაობრივად დატვირთული და არ მიეკუთვნება დასასვენებელი ტურების კატეგორიას!
❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 500 ლარი
❗️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით.

დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური

Original event source

More events: New Town

Events in Prague today · Events in Prague this weekend

Loading…